ადამიანმა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, დამირეკა და მითხრა, რომ ამას ჩემს პატივსაცემად იღებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მითხრა, რომ მე ამას ვიმსახურებდი. ძალიან კარგი ჟესტია. არ მითქვამს, „მაშინ მე მომეცით“. ის ძალიან კეთილი იყო. მე მას ვეხმარები, მათ ვენესუელაში დახმარება სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრიზი 2024 წლისთვის გაიცა, მე 2024 წელს კენჭს ვიყრიდი. მიხარია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა.