მკვლევარი ფრედ რამსდელი საფეხმავლო ლაშქრობაშია კომუნიკაციის გარეშე, ცივილიზაციისგან შორს.
ნობელის კომიტეტმა ვერ შეძლო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ფრედ რამსდელისთვის, გამარჯვების შესახებ შეეტყობინებინა. მეცნიერი ლაშქრობაში წავიდა, იუწყება The Guardian.
მკვლევრის მეგობარმა, ჯეფრი ბლუსტოუნმა, დაადასტურა, რომ რამსდელი მართლაც ლაშქრობდა აიდაჰოს უდაბნოში. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია და მას არანაირი კონტაქტი არ აქვს. ნობელის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, თომას პერლმანმა, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მან ლაურეატებს სთხოვა, რაც შეიძლება მალე დაერეკათ.