იაპონურ კომპანია Nissan-ს აღარ ეკისრება საგარანტიო ვალდებულებები რუსეთში მყოფი ავტომობილების მფლობელების მიმართ. ამის შესახებ ავტომწარმოებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა შეკითხვით რუსებმა, ვისაც Nissan-ის მარკის ავტომობილი ჰყავთ, AvtoVAZ-ს უნდა მიმართონ.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ AvtoVAZ ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას რუსეთში გაყიდული ყველა მანქანის გარანტიაზე. ისინი ვალდებულნი არიან განახორციელონ ნებისმიერი საგარანტიო რემონტი გარანტიის ვადის ამოწურვამდე“, - აცხადებენ Nissan-ის გლობალური ოფისის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომაზე Nissan-მა გამოაცხადა, რომ საწარმოს რუსეთში 1 ევროდ ყიდდა და რუსეთის ბაზარს ტოვებდა. მყიდველი რუსული სახელმწიფო ინსტიტუტი НАМИ იყო.