იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor Co. განაცხადა, რომ ევროპაში გაყიდული ავტომობილების ყველა მოდელი 2030 წლისთვის სრულად ელექტრიფიცირებული იქნება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

„Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორის მაკოტო უჩიდას თქმთ, 2030 წლისთვის Nissan-ი ევროპაში სრულად ელექტრო ტრანსპორტზე გადავა და ეს იქნება სწორი გადაწყვეტილებაა ბიზნესისთვის, მომხმარებლებისთვის და პლანეტისთვის.

კომპანიამ განაცხადა, რომ ორი ახალი მანქანის მოდელიდან ერთ-ერთი, რომელიც უკვე შეთანხმებულია ევროპის ქვეყნებში გასაყიდად, სანდერლენდის ქარხანაში, ჩრდილოეთ ინგლისში იწარმოება.

Nissan-მა ადრე გამოაცხადა, რომ 2026 ფისკალური წლისთვის ევროპაში გაყიდული მანქანების 98% ელექტრიფიცირებას გეგმავდა. ეს გეგმები მოიცავდა მთლიანად ელექტრო მოდელებს, ბატარეებზე მომუშავე ჰიბრიდებს და შიდა წვის ძრავის მანქანებს. კომპანიის ახალი მიზანი 2030 წლისთვის ევროპაში 100%-ით ელექტროტრანსპორტზე გადასვლაა.