ნიდერლანდების ქალაქ ედეს ერთ-ერთ ბარში აყვანილი სამი მძევალი გათავისუფლებულია, მაგრამ ოპერაცია გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

„სამი მძევალი ახლახან გათავისუფლდა. სიტუაცია ჯერ არ დასრულებულა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ედეს პოლიციამ ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.