შვეიცარიული Nestle SA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პოლ ბულკე თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს, - ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თანამდებობას აქციონერთა ყოველწლიურ საერთო კრებამდე დატოვებდა, რომელიც 2026 წლის აპრილში გაიმართება. დირექტორთა საბჭომ უკვე აირჩია მისი მემკვიდრე - პაბლო ისლა, რომელიც ამჟამად ბულკეს მოადგილის თანამდებობას იკავებს.
Nestle–ს განცხადებაში ნათქვამია რომ ისლა თანამდებობას 1 ოქტომბერს დაიკავებს.