ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ იმავე პოზიციას იმეორებს ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელი 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

„ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. არ ვიცი, ამაზე უფრო გარკვევით როგორ შეგვიძლია ვთქვათ. ასე რომ, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არავინ აიძულებს გახდეს ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს გადაწყვეტილება იყო, მაგრამ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას აცხადებს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ევროკავშირის წევრობის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და უმცირესობების დაცვა”, - განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.

ვრცლად ipn.ge - ზე