მსოფლიოს უდიდესმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ, პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მოგების 19%-იანი ვარდნის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი.
Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ პირველ კვარტალში 31,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ერთი წლის წინ - 39,5 მილიარდი დოლარი იყო. შედეგები ოდნავ აღემატებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს - Refinitiv-ის მიხედვით, ისინი საშუალო მოგებას $30,8 მილიარდის ოდენობით ელოდნენ.
Saudi Aramco-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია კარგად არის პოზიციონირებული ნავთობის ფასების რყევებთან გასამკლავებლად.
მოგების შემცირების მიუხედავად, Saudi Aramco-მ გამოაცხადა, რომ საბაზისო დივიდენდის გარდა, გეგმავს კვარტალური დივიდენდების გადახდას თავისი საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით. ამის წყალობით, პირველ რიგში, საუდის არაბეთის მთავრობის შემოსავლები გაიზრდება.