ნავთობის ფასმა პარასკევს დღისით ზრდა განაგრძო, წინა დღეს 3%-ზე მეტით ზრდის შემდეგ, ბაზრის ყურადღების ცენტრში კი გეოპოლიტიკური სიახლეები რჩება.
ლონდონის ბირჟა ICE Futures–ზე, Brent–ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 62.44 აშშ დოლარია, რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვასთან შედარებით 0.45 აშშ დოლარით (0.73%-ით) მეტია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0.43 დოლარით (0.74%-ით) გაიზარდა და ბარელზე 58.19 დოლარი შეადგინა.