საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე, ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი $89-ს  აღწევს, WTI-ს ფასი კი $84-ის ფარგლებშია.

ხოლო რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი $81-ის ფარგლებში მერყეობს. 

ერთწლიან პერიოდში რუსული ნავთობი თითქმის 36%-ითაა გაძვირებული, Brent-ის ფასმა კი 13%-ით მოიმატა.