NATO-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მლრდ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

NATO-ს მოკავშირეები იენს სტოლტენბერგის წინადადების შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მომავალ წელს 40 მლრდ ევროს უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს.

NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმებას ხელს 9-11 ივლისს ვაშინგტონში გასამართ ალიანსის სამიტზე მოაწერენ.