„ნაპოლი“ მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელებაა – წერილს TUTTO mercato აქვეყნებს.
„ნაპოლისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამი კონტრაქტის გახანგრძლივებაა – ალექს მერეტისთან, მატიას ოლივერასთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან.
ცნობილი იყო, რომ კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ზაფხულამდე გადაიდო, მაგრამ ბოლო თვეში მხარეებმა პოზიციების დაახლოება შეძლეს – მაგიდაზეა „ნაპოლის“ შეთავაზება 2029 წლამდე, რომელიც დღეს წარმოადგენს კლუბის ხელფასის მაქსიმუმს.
ეს დაახლოებით 6 მილიონი ევროა. ამ ეტაპზე გადამწყვეტი პრემიები და გამოსასყიდი პუნქტი იქნება. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გასულ ზაფხულს უარყო „პარი სენ-ჟერმენის“ შეთავაზება. დიდი ევროპული კლუბების ინტერესით დაიმედებული ქართველი კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მცირე ხელფასს დათანხმდეს. მაგრამ მხარეების პოზიციები ერთმანეთს მიუახლოვდა“, – წერს TUTTO mercato.