ნამიბია არ აპირებს აღიაროს Petrobras-ისა და TotalEnergies-ის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული, ქვეყნის შელფზე ნავთობის მოძიების პროექტში წილების შეძენის ფაქტი, რადგან მათ არ გაიარეს საჭირო დამტკიცების პროცესი, – იუწყება Reuters–ი.
„სანამ ოფიციალური განაცხადი არ იქნება წარდგენილი და სამართლებრივი პროცესი არ დასრულდება, არცერთი ტრანზაქცია არ იქნება აღიარებული ან ჩაითვლება ვალიდურად“, - განაცხადა ნამიბიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯონას მბამბომ.