2022 წელს მზის ენერგიამ პირველად გადაუსწრო ქვანახშირს ელექტროენერგიის წარმოებაში ევროკავშირში – ასეთი მონაცემები Eurostat-მა გამოაქვეყნა – წერს „ევროპეისკაია პრავდა“.

მზის ენერგიის წილი მთლიანი ევროკავშირის ელექტროენერგიის წარმოებაში იყო 210,249 გვტ.სთ, ქვანახშირის 205,693 გვტ.სთ-თან შედარებით.

პოლონეთი და ჩეხეთი ქვანახშირის ერთადერთი მწარმოებელია ევროკავშირში. უფრო მეტიც, მხოლოდ პოლონეთი იყენებს მას, როგორც ელექტროენერგიის წარმოების ძირითად წყაროს.