აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ( DOGE)” შეწყვეტს არსებობას, ხოლო ილონ მასკი 130 დღის განმავლობაში დატოვებს თეთრ სახლში დაკავებულ აღნიშნულ თანამდებობას. ამის შესახებ CNN იუწყება.

„მას დიდი კომპანია აქვს სამართავი, ამიტომ გარკვეულ მომენტში ის დაბრუნდება,“ -თქვა ტრამპმა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის შესახებ - „მე მას რამდენ ხანსაც შევძლებ, იმდენ ხანს შევინარჩუნებ. ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია, თქვენ იცით, მე ძალიან ჭკვიანი ადამიანები მიყვარს, ის ძალიან ჭკვიანია და მან კარგი სამუშაო შეასრულა.გარკვეულ მომენტში ილონს მოუნდება თავის კომპანიაში დაბრუნება.“

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა DOGE საქმიანობას მასკის არყოფნის შემთხვევაში, ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, ფედერალური სააგენტოების ხელმძღვანელებმა „ბევრი რამ ისწავლეს“ იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულონ ეს სამუშაო დამოუკიდებლად და ზოგიერთი მათგანი ისურვებს კიდეც DOGE-ის თანამშრომლების შენარჩუნებას.