მსოფლიოში ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი, ესპანური კომპანია Deoleo პროგნოზირებს ფასების დაცემას მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში დაფიქსირდა მათი რეკორდულ დონემდე ზრდა გვალვის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების და ღირებულების ჯაჭვში ინფლაციის გამო.

ევროკავშირში იანვარში ზეითუნის ზეთი 50%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დიდ ბრიტანეთში კი 150%-ით 2021 წლის ბოლოსთან შედარებით.

ესპანეთში, სადაც მსოფლიოს ზეითუნის ზეთის თითქმის ნახევარი იწარმოება, კულტურები ზედიზედ ორი წელი გვალვისგან ზარალდებოდა, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა მთელ მსოფლიოში.

კომპანია Deoleo, ზეითუნის ზეთის ისეთი პოპულარული ბრენდების მწარმოებელი, როგორიცაა Bertolli და Carbonell, ელოდება ბევრად უკეთეს მოსავალს 2024-2025 წლების სეზონში.

ვრცლად ევრონიუსზე