საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის — Jeddah Tower-ის — მშენებლობა გრძელდება. პროექტის დასრულება 2028 წლის აგვისტოშია დაგეგმილი, ხოლო მისი სავარაუდო სიმაღლე დაახლოებით 1000 მეტრი იქნება. უნიკალური ობიექტის მშენებლობის ღირებულება $1.2 მილიარდად არის შეფასებული.
Jeddah Tower სიმაღლით თითქმის 175 მეტრით გადააჭარბებს დუბაის ბურჯ-ხალიფას, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეკორდსმენი ცათამბჯენია.
ახალი კოშკი წითელი ზღვის სანაპიროზე, ჯიდას ეკონომიკური რაიონის (ყოფილი Kingdom City) ცენტრში განთავსდება, რომლის საერთო ღირებულებაც $20 მილიარდია.
კოშკი მოიცავს:
-
საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ფართებს.
-
ფეშენებელურ სასტუმროს.
-
მსოფლიოში ყველაზე მაღალ სათვალთვალო მოედანს.
როგორც პროექტის ავტორებმა — ჩიკაგოს არქიტექტურულმა ბიურომ Adrian Smith + Gordon Gill Architecture (AS+GG Architecture) — განაცხადეს, მშენებლობის დასრულება 2028 წლის აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ნაგებობის ზუსტი მახასიათებლები საბოლოო რეალიზაციის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ის 130-ზე მეტ სართულს მოიცავს.
კოშკის დიზაინი ნეოფუტურისტულ სტილშია შესრულებული. არქიტექტორების ჩანაფიქრით, მისი ფორმა „საუდის არაბეთის მასშტაბით გავრცელებული პალმის ფოთლის ხედით არის შთაგონებული“.
შეგახსენებთ, Jeddah Tower-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, მაგრამ 2018 წელს შეჩერდა. ობიექტზე სამუშაოები 2023 წლის სექტემბერში განახლდა.