საშობაო ნაძვის ხემ, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე, პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს ულამაზესი ნაძვის ხეების რეიტინგში ბრიტანული პორტალის timeout–ის მიხედვით. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. საერთო ჯამში რეიტინგში 11 ნაძვის ხე მოხვდა.
წელს კრაკოვში საშობაო დეკორაციის მთავარი თემა, ტრადიციის თანახმად, იყო მოტივები რენესანსის ეპოქის ვაველის გობელენებიდან. ეს კოლექცია, რომელიც შეკვეთილია მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტუსის მიერ, არის ევროპაში ყველაზე დიდი კოლექცია. ქალაქის სხვადასხვა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ ირმები, აქლემები, ჟირაფები და სამოთხის ფრინველები.
რეიტინგის ავტორებმა კრაკოვის ნაძვის ხეს ქალაქის დეკორაციის „გვირგვინი“ უწოდეს. მასზე ეკიდა 26 ათასი ენერგოდამზოგველი ნათურა, ხელოვნური ყინული და ათასზე მეტი მბზინავი ნაძვის ხის ბურთი ვაველის ორნამენტებით.
რეიტინგში მეორე ადგილი მსოფლიოში ყველაზე დიდმა ნაძვის ხემ დაიკავა. ის მდებარეობს ქალაქ გუბიოში, ცენტრალურ იტალიაში. ნაძვის ხე არის გიგანტური განათების ინსტალაცია, რომელიც მდებარეობს მონტე ინგინოს ბორცვზე.
მესამე ადგილი ნიუ-იორკში მდებარე ნაძვის ხეს ერგო.