დანიური კომპანია Orsted A/S, მსოფლიოში უდიდესი ქარის ელექტროსადგურების ოპერატორი, 2027 წლის ბოლომდე დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილს, ანუ თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს, შეამცირებს.

„ეს განპირობებულია კომპანიის მიერ ოფშორული ქარის ენერგიასა და ევროპულ ბაზარზე გაზრდილი ფოკუსირებით, ასევე იმით, რომ მომდევნო წლებში არაერთი ოფშორული პროექტი დასრულდება.“ - ნათქვამია Orsted–ის პრესრელიზში.

გარდა ამისა, კომპანიამ კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად ქარის ელექტროსადგურების განვითარების, მშენებლობისა და მართვის ხარჯები უნდა შეამციროს, აღნიშნავენ კომპანიაში.

ვრცლად interfax–ზე