ბიზნეს და ეკონომიკური ვებსაიტი Vgraphs მსოფლიოში უმსხვილესი ხილის ექსპორტიორების სიას აქვეყნებს, რომლის სათავეშიც ესპანეთია. სამეულშია ეკვადორი და ნიდერლანდები. Vgraphs-ის მონაცემებით, ესპანეთის წლიური ხილის ექსპორტი 8 079 618 ტონაა; ეკვადორის - 7 560 507 ტონა, ნიდერლანდების - 5 686 368 ტონა.
მსოფლიოს ხილის უმსხვილეს ექსპორტიორების ათეულში მერვე ადგილზეა თურქეთი, რომელსაც 4 462 858 ტონა ხილი გააქვს ექსპორტზე. ოცეულში 7 ქვეყანა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდანაა, 6 - ევროპიდან, 5 - აზიიდან.
მსოფლიოს უმსხვილესი ხილის ექსპორტიორების ოცეული ასე გამოიყურება:
ესპანეთის წლიური ხილის ექსპორტი 8 079 618 ტონა;
ეკვადორის - 7 560 507 ტონა;
ნიდერლანდების - 5 686 368 ტონა;
ჩინეთი - 4 782 666 ტონა;
სამხრეთ აფრიკა - 4 621 769 ტონა;
კოსტა-რიკა - 4 588 068 ტონა;
აშშ - 4 520 354 ტონა;
თურქეთი - 5 686 368 ტონა;
მექსიკა - 3 665 173 ტონა;
ბრაზილია - 3 665 173 ტონა;
ფილიპინები - 3 644 842 ტონა;
გვატემალა - 5 686 368 ტონა;
ეგვიპტე - 3 609 437 ტონა;
ტაილანდი - 3 453 777 ტონა;
იტალია - 3 434 630 ტონა;
ჩილე - 3 155 404 ტონა;
ბელგია - 2 797 870 ტონა;
კოლუმბია - 2 528 383 ტონა;
პოლონეთი - 2 242 216 ტონა;
ვიეტნამი - 1 923 818 ტონა.