World Steel Association-ის მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში სულ 1,888.2 მლნ ტონა ფოლადის წარმოება მოხდა. აქედან თითქმის 55% საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთზე მოდის. შესაბამისად, გასულ წელს, მსოფლიოში ფოლადის მთავარი მწარმოებელი ჩინეთი იყო 1,019.1 მლნ ტონა ფოლადის წარმოებით. სამეულშია - ინდოეთი და იაპონია 140.2 მლნ და 87 მლნ ტონა ფოლადის წარმოებით.

ფოლადის მწარმოებლების ათეულში 2023-ში მეხუთე იყო რუსეთი (75.8 მლნ ტონა) და მე-8 თურქეთი (33.7 მლნ ტონა).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში 24-ე ადგილზეა უკრაინა (6.2 მლნ) და  37-ზე ყაზახეთი (3.9 მლნ).

2023 წელს მსოფლიოში ფოლადის მთავარ მწარმოებელთა ათეული ასეთია:

ჩინეთი - 1,019.1 მლნ ტონა ფოლადი;

ინდოეთი - 140.2 მლნ ტონა ფოლადი;

იაპონია - 87 მლნ ტონა ფოლადი;

აშშ - 80.7 მლნ ტონა ფოლადი;

რუსეთი -75.8 მლნ ტონა ფოლადი;

სამხრეთ კორეა - 66.7 მლნ ტონა ფოლადი;

გერმანია - 35.4 მლნ ტონა ფოლადი;

თურქეთი - 33.7 მლნ ტონა ფოლადი;

ბრაზილია - 31.9 მლნ ტონა ფოლადი;

ირანი - 31.1 მლნ ტონა ფოლადი.