ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტის გლობალური სიმდიდრის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიარდერი ნიუ-იორკსა (119) და ლონდონში (97) ცხოვრობს.

რაც შეეხება უშუალოდ აზიას, ინდოეთში მილიარდერთა რიცხვი 92-ს აღწევს, პეკინში 91-ს, ხოლო შანხაიში 87-ს.

ამჟამად მსოფლიოში 3 279 მილიარდერია (5%-ით მეტი, 2023 წელთან შედარებით). ქვეყნების რეიტინგის მიხედვით, სიაში კვლავ ჩინეთი ლიდერობს – 814 მილიარდერით. მეორე პოზიციაზეა ამერიკის შეერთებული შტატები – 800 მილიარდერით, ხოლო მესამეზე ინდოეთი – 271-ით.

ჰურუნის წლევანდელ ანგარიშში მოხვდა ტეილორ სვიფტიც, რომლის ქონებაც კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, Eras-ის ტურის შემდეგ 1.2 მილიარდს გაუტოლდა. 

ქვეყნები ყველაზე მეტი მილიარდერით:

1) ჩინეთი – 814

2) აშშ – 800

3) ინდოეთი – 271

4) გაერთიანებული სამეფო – 146

5) გერმანია – 140

6) შვეიცარია – 106

7) რუსეთი – 76

8) იტალია – 69

9) საფრანგეთი – 68

10) ბრაზილია – 64

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:

1) ნიუ-იორკი – 119

2) ლონდონი – 97

3) მუმბაი – 92

4) პეკინი – 91

5) შანხაი – 87

6) შენჟენი – 84

7) ჰონკონგი – 65

8) მოსკოვი – 59

9) ნიუ-დელი – 57

10) სან-ფრანცისკო – 52