კრიმინალის ინდექსის მიხედვით, რომელიც ქალაქებში დანაშაულის დონეს განსაზღვრავს, სტატისტიკური კვლევების ორგანიზაცია Numbeo-მ მსოფლიოს 400 ქალაქი შეაფასა.
განახლებულ, 2026 წლის რეიტინგში საქართველოს დედაქალაქი თბილისი 353-ე ადგილს იკავებს.
Numbeo-ს თანახმად, მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქი პიტერმარიცბურგია, რომელიც სამხრეთ-აფრიკაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში სწორედ სამხრეთ-აფრიკის ქალაქების სიმრავლე შეინიშნება.
უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- პიტერმარიცბურგი (სამხრეთ აფრიკა);
- პრეტორია (სამხრეთ აფრიკა);
- კარაკასი (ვენესუელა);
- პორტ-მორზბი (პაპუა-ახალი გვინეა);
- იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა);
- დურბანი (სამხრეთ აფრიკა);
- სან-პედრო-სულა (ჰონდურასი);
- პორტ-ელიზაბეთი (სამხრეთ აფრიკა);
- მემფისი (ტენესი, აშშ);
- სალვადორი (ბრაზილია).
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს, რეიტინგში მოწინავე პოზიცია თურქეთის დედაქალაქ ანკარას უჭირავს, ყველაზე უსაფრთხოდ კი სომხეთის დედაქალაქი ერევანია შეფასებული.
- ანკარა (თურქეთი) - 241-ე ადგილი;
- მოსკოვი (რუსეთი) - 279-ე ადგილი;
- ბაქო (აზერბაიჯანი) - 319-ე ადგილი;
- სომხეთი (ერევანი) - 378-ე ადგილი.