Forbes-ის 2024 წლის რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, ჯამში 25 პირი,  33 წლის ასაკს ქვემოთ არიან. მათი კოლექტიური ქონება $110 მილიარდს უტოლდება. 

Forbes-ის ვარაუდით, სამომავლოდ მილიარდერთა შორის მდიდარ ახალგაზრდა მემკვიდრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, 19 წლის ბრაზილიელი ლივია ვოიტია. ვოიტი ამჟამად კვლავ კოლეჯში სწავლობს, თუმცა WEG-ში მცირე წილის წყალობით, რომელიც გარდაცვლილი ბაბუისგან მემკვიდრეობით დარჩა, მისი ქონება უკვე $1.1 მილიარდს შეადგენს. 

TOP 10 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, ქონების მიხედვით:

  • მარკ მატეშიცი – $39.6 მილიარდი -(31 წლის)
  • ჯონ კოლისონი – $7.2 მილიარდი - (33 წლის)
  • ფიროზ მისტრი – $4.9 მილიარდი -  (27 წლის)
  • ზაჰან მისტრი – $4.9 მილიარდი - (25 წლის)
  • ლუკა დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი -(22 წლის)
  • ლეონარდო მარია დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი -(28 წლის)
  • კლემენტე დელ ვეკიო – $4.7 მილიარდი - (19 წლის)
  • მიხალ სტრნადი – $4.4 მილიარდი - (31 წლის)
  • გუსტავ მაგნარ ვიტცო – $4.2 მილიარდი - (30 წლის)
  • კევინ დევიდ ლემანი – $3.3 მილიარდი - (21 წლის)