მიუხედავად იმისა, რომ საჯარო კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, კერძო ფირმები მრავალმილიარდიანი კაპიტალიზაციის დაგროვებასა და ინდუსტრიის მომავლის ფორმირებას აქტიურად აგრძელებენ. ამაზე CB Insights-ის მონაცემებიც მეტყველებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით კერძო კომპანიების უახლეს შეფასებებს ასახავს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რეიტინგში AI-კომპანიები დომინირებენ, რაც ხელოვნური ინტელექტის ბუმით არის განპირობებული. მათ შორის ტოპ-10-ში ვხვდებით ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ის, რომელიც $300-მილიარდიანი შეფასებით მესამე ადგილზეა. კიდევ ერთი AI-სტარტაპი Anthropic-ი მეშვიდე ადგილს იკავებს. ის $62 მილიარდად არის შეფასებული. Anthropic-ს მერვე პოზიციაზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია xAI მოჰყვება, რომლის ღირებულება $50 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა სამივე კომპანიამ ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნა.
მათთან ერთად გამოსარჩევია Safe Superintelligence-ი, რომელიც OpenAI-ისა და Anthropic-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ შეიქმნა. არსებული მონაცემებით, კომპანია $30 მილიარდად არის შეფასებული. ასევე ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრშია Scale AI, რომელშიც ცოტა ხნის წინ Meta-მ 49%-იანი წილი შეისყიდა. Scale AI სიაში 26-ე პოზიციაზეა, თუმცა მისი შედგენისას მონაცემებში ეს გარიგება არ იყო გათვალისწინებული. ვინაიდან განახლებული მონაცემებით Scale ამჟამად 29 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, შესაბამისად, ის რეიტინგში მე-14 ადგილზე გადაინაცვლებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა კომპანია AI-ის, როგორც დამატებით ინსტრუმენტს იყენებს. მათ შორისაა Databricks-ი, Grammarly, Colossal-ი და სხვა.