მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის წამყვან პოზიციებზე ბევრისთვის ცნობილი ანტერპრენერები არიან, თუმცა, Forbes-ის ტოპ-500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არიან ქალბატონები, რომელთა შესახებ შედარებით ნაკლებად არის ცნობილი.
დღეისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის წოდება Walmart-ის მეწილე ალის უოლტონს აქვს, სიაში ასევე არიან ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი, ჯულია კოხი და ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკკენზი სკოტი.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 10 ქალბატონს, Forbes-ის ვერსიით, 20 სექტემბრის მდგომარეობით:
- ალის უოლტონი - Walmart – 111.2 მლრდ აშშ დოლარი;
- ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი - L’Oreal – 90.6 მლრდ აშშ დოლარი;
- ჯულია კოხი - Kock, Inc. – 81.2 მლრდ აშშ დოლარი;
- ჟაკლინ მარსი - Candy, pet food – 41.2 მლრდ აშშ დოლარი;
- სავიტრი ჯინდალი - Steel – 40.2 მლრდ აშშ დოლარი;
- რაფაელა აპონტე-დიამანტი - გადაზიდვები – 39.5 მლრდ აშშ დოლარი;
- მირიამ ადელსონი - კაზინოები - 36.4 მლრდ აშშ დოლარი;
- აბიგაილ ჯონსონი - Fidelity – 36.1 მლრდ აშშ დოლარი;
- მაკკენზი სკოტი - Amazon – 34.2 მლრდ აშშ დოლარი;
- ირის ფონტბონა - მაინინგი - 33.7 მლრდ აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სრულ სიაში ალის უოლტონი მსოფლიოს მე-15 ყველაზე მდიდარი ადამიანია, ჩვენი ჩამონათვალის მე-10 ადგილოსანი ირის ფონტბანა კი - მე-60.
ამ ათეულთან ახლოს არიან მარილინ სიმონსი, ელაინ მარშალი და ჯინა რაინჰარტი - სამივეს კაპიტალი 30-30 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.