„მოსკვიჩის“ ქარხანა 2025 წელს გაყიდვების 35-40 ათას ავტომობილამდე ზრდას პროგნოზირებს, ეს ცნობილი გახდა IMAF-ის ფორუმზე კომპანიის კომერციული დირექტორის მაქსიმ ზლატოკრილეტის პრეზენტაციიდან. ამის შესახებ ინფორმაციას tass.ge აქვეყნებს.

პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ ქარხანა 2024 წელს 27 ათასი მანქანის გაყიდვას აპირებს.

საავტომობილო ქარხანა აწარმოებს Moskvich 3 და Moskvich 3e კროსოვერებს, ასევე Moskvich 6 სედანს. გარდა ამისა, წლის ბოლოს დაიწყება შვიდ ადგილიანი Moskvich 8-ის წარმოება.