ევროპაში დიზელის საწვავის დეფიციტი ძლიერდება მიწოდებაში რიგი სერიოზული პრობლემების თანხვედრის გამო, – Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია Morgan Stanley-ის ანალიტიკურ ჩანაწერში.
„სიტუაცია მართლაც ძალიან დაძაბულია. ჩვენი მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელირება აჩვენებს, რომ ევროპაში დიზელის მარაგები წლის ბოლომდე შესაძლოა მრავალწლიან მინიმუმამდე დაეცეს“, - ნათქვამია ჩანაწერში.
20 ივლისს ევროპაში დიზელის საწვავის ფიუჩერსები 3.5%-ით გაიზარდა და ტონაზე 1,219.5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 მაისის შემდეგ მაქსიმუმს შეადგენს. ამავდროულად, Brent–ის ნავთობის ფიუჩერსებმა ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ამ თვეში ფასის საერთო ზრდამ 24% შეადგინა.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ნავთობის სისტემაში ამჟამინდელი შეფერხება ნავთობის გადამუშავებაა და არა ნავთობის მოპოვება.
„ამ სიტუაციის ეპიცენტრი დიზელის საწვავის ბაზარია და უპირველეს ყოვლისა ევროპა“, - დასძინეს მათ.
Morgan Stanley–მ ასევე განაცხადა, რომ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში დიზელის გადამუშავების მარჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ შიდა მარაგები აგვისტოდან სტაბილურ კლებას დაიწყებს და ნოემბერში დაახლოებით 299 მილიონ ბარელამდე შემცირდება - ყველაზე დაბალ სეზონური დონემდე, სულ მცირე, 2015 წლის შემდეგ.