საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა განაცხადა, რომ ამერიკულ Boeing Co-ს საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, განსახილველად დაქვეითების შესაძლებლობით.
ამჟამად Boeing-ის რეიტინგი Baa3-ის, საინვესტიციო კატეგორიის ყველაზე დაბალ დონეზეა.
Moody's შიშობს, რომ კომპანიის თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა უარყოფითად იმოქმედებს მისი ფულადი სახსრების მოძრაობაზე.
როგორც ცნობილია, 13 სექტემბერს, Boeing-ის ქარხნის თანამშრომლები 16 წლის განმავლობაში პირველად გაიფიცნენ, მათ უარყვეს შრომითი ხელშეკრულების პირობები, რომელიც პროფკავშირების ხელმძღვანელობამ კომპანიასთან შეათანხმა.
წყარო: interfax