აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს,რომ მან ირანის მთავრობა გააფრთხილა, თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, აშშ მათ „ძალიან ძლიერად დაარტყამს“.

„მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მათ იციან და ძალიან მკაცრად უთხრეს, კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ტრამპმა კონსერვატორ რადიოწამყვან ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანელი ხალხისთვის.

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელები თავიუსფლებას მტკიცედ უნდა გრძნობდნენ - "თავისუფლებაზე უკეთესი არაფერია".

1tv.ge