მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან ინფორმაციას ველით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამერიკულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. უკრაინა ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ შედეგებს მივაღწიოთ და შეხვედრები შედგეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დღეს, 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ „შეხვედრებს მომავალ კვირაში ელის“.

ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება.

www.interpressnews.ge