მოლდოვის სასამართლომ პრორუსული პარტია „შორის“ დაფინანსების საქმეზე გაგაუზიის ლიდერ, ევგენია გუცულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მოლდოვის სასამართლომ კორუფციის საქმეზე, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის რუსეთიდან მიღებული თანხებით დაფინანსების გამო, ქვეყნის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დამნაშავედ ცნო.

გუცული დანაშაულს არ აღიარებს.

ცნობისთვის, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

ipn.ge