უკრაინის ენერგოსისტემაში არსებულმა პრობლემებმა, მოლდოვაში ელექტროსისტემის გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 400კვ-იანი Isaccea-Vulcăneşti-MGRES-ის მაღალი ძაბვის ხაზზე, ძაბვა დაეცა, რის შედეგადაც ელექტრო სისტემა დაზიანდა და გაითიშა.

მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გადამცემი სისტემის ოპერატორი Moldelectrica სიტუაციის მოსაგვარებლად მუშაობს და ზოგიერთ თემს ელექტროენერგია უკვე აღუდგა.

მოლდოვური მედიის ინფორმაციით, მომხდარმა ინციდენტმა დედაქალაქი კიშინეუ და მისი გარეუბნები, ასევე ტარაკლია, კაჰული და ანენი-ნოი დააზარალა.

1tv.ge