Phocuswright–ის ანგარიშის „Travel Forward: Data, Insights & Trends for 2026“–ის მიხედვით, მოგზაურობის გლობალური ინდუსტრია, 2026 წელში სტაბილური დინამიკით შედის.
ექსპერტების პროგნოზით, მოგზაურობის ბაზრის მთლიანი მოცულობა 1.67 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ძირითადად საერთაშორისო მოთხოვნის ზრდისა და მიმდინარე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მოგზაურების მიერ შთაბეჭდილებების პრიორიტეტულობის გაზრდის გამო.
მოსალოდნელია, რომ 2026 წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორი გლობალურ მშპ-ში 11.7 ტრილიონ დოლარზე მეტ წვლილს შეიტანს და მსოფლიოში დაახლოებით 371 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, რაც სექტორის მდგრადობაზე მეტყველებს რეგიონებს შორის ზრდის ტრაექტორიების განსხვავებების მიუხედავად.
„ყოველ წელს, ეს ანგარიში რეალურ სურათს გვაძლევს იმის შესახებ, თუ საით მიემართება ტურისტული ინდუსტრია“, - განაცხადა სტენ პაულოუმ, Phocuswright-ის მონაცემთა ანალიტიკოსმა და ანგარიშის წამყვანმა ავტორმა. „ჩვენ გვამხნევებს ის, რასაც ვხედავთ: ბაზარი მდგრადი და ენერგიული რჩება“.
ციფრული ტრანსფორმაცია კვლავ განმსაზღვრელი ტენდენციაა მთელი ტურიზმის ეკოსისტემისთვის. ონლაინ დაჯავშნები სავარაუდოდ, 2025 წელს 8%-ით გაიზრდება და 1.07 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც განპირობებულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ძლიერი ზრდით და განვითარებად ბაზრებზე ციფრული წვდომის ზრდით.
ონლაინ ტურისტული სააგენტოები 408 მილიარდი დოლარის დაჯავშნას მოახდენენ – მოგზაურობის სერვისების შეძენა ციფრულ არხებზე გადადის.
ამავდროულად, მოგზაურთა ქცევა სწრაფად იცვლება: ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირდება მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში. ეს ცვლილება ძირითადად განპირობებულია მილენიალებით, რომლებიც იყენებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, ხოლო ტრადიციული საძიებო ინსტრუმენტები კარგავს აქტუალობას.