14 დეკემბერს მოდის ბრენდის Mango-ს დამფუძნებელი და კატალონიის უმდიდრესი ადამიანი, 71 წლის ისაკ ანდიკი, კოლბატოში, მონსერატის ქედის მახლობლად, ხეობაში დაცემის შედეგად დაიღუპა, - ამის შესახებ იუწყება El País.
გამოცემის ცნობით, მთებისა და ლაშქრობის სიყვარულით ცნობილი ანდიკი ამ დროს ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბიზნესმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ისაკ ანდიკმა ბრენდი Mango 1984 წელს დაარსა. ის მოდის ინდუსტრიაში მალევე გახდა ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო ბრენდი.
ისაკ ანდიკის ქონება 4,5 მილიარდ ევროდ შეფასდა, რამაც ის ესპანეთის მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად აქცია, - წერს გამოცემა Forbes Spain-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
მანგომ" დაადასტურა ანდიკის გარდაცვალება. კომპანიამ განაცხადა, რომ კატალონიის (ესპანეთი) ავტონომიური თემის მთებში გარდაიცვალა ესპანური ტანსაცმლის კომპანია Mango-ს დამფუძნებელი, 71 წლის ისაკ ანდიკი. ეს იყო უბედური შემთხვევა.
"”ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ Mango-ს დამფუძნებლის ისაკ ანდიკის მოულოდნელ გარდაცვალებას უბედური შემთხვევის შედეგად, რომელიც მოხდა ამ შაბათს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ანდიკი 150 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. ბიზნესმენი სალნიტრის გამოქვაბულებთან, მონსერატის მონასტრის გზაზე მდებარე ხეობაში ჩავარდა. მონასტერი მდებარეობს ამავე სახელწოდების მთაზე, რომელიც მდებარეობს ბარსელონადან 50 კმ-ში. მისი სიმაღლე 1236 მ, ხოლო სიგრძე 10 კილომეტრია.
"მანგოს" მოდის საერთაშორისო რეიტინგში აჟამად 2,7 ათასი ქულა აქვს. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ისაკ ანდიკი მეხუთე უმდიდრესი ადამიანი იყო ესპანეთში. "მანგომ" გასული ფინანსური წელი დახურა რეკორდული გაყიდვებით 3,1 მილიარდი ევრო.