აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის რუსული ნავთობის იმპორტისა და „გადაყიდვის“ გამო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე ყიდის დიდი მოგების მისაღებად.
„მათ არ აინტერესებთ, რამდენ ადამიანს კლავს უკრაინაში რუსული საომარი მანქანა. ამის გამო მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-ისთვის გადასახდელ ტარიფს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს 25-პროცენტიან სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს.