მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.  

„სახელმწიფო დეპარტამენტში გავდივართ. ვფიქრობ, არის რაღაც... მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, ამას აზრი აქვს და მოგვიწევს გადავწყვიტოთ, ამის გაკეთება სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით ჯობია, თუ უკეთესია - რეფორმირებული USAID-ით“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუბიო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.