მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას, დარტყმას ვაყენებთ რუსეთის ომის მანქანის გულს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორები და ნავთობის ფასები.
„მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიურ ზედა ზღვარს. ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.