ევრაზიის განვითარების ბანკის (EDB) მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შესაბამისად ეკონომიკური აქტივობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,4%-ით გაიზარდა.
EDB-ს ინფორმაციით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო სამრეწველო სექტორი, რომელიც იანვრიდან ივნისის ჩათვლით გაიზარდა 18,2%-ით. ძვირფასი ლითონებისა და ოქროს ნაწარმის წარმოება კი 3,8-ჯერ გაიზარდა. დადებითი დინამიკა აჩვენა მომსახურების სექტორმაც, რომელიც გაიზარდა 4.4%-ით, ძირითადად ფინანსური აქტივობების 19%-იანი ზრდის ხარჯზე.
მიუხედავად ასეთი ზრდისა, EDB-ის ექსპერტების პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ზრდის გარკვეული შენელებაა მოსალოდნელი, რადგან ძვირფასი ლითონების წარმოების სტიმული შემცირდება. ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა წელიწადში დაახლოებით 7,5%-ს შეადგენს.