მილანში გადაწყვიტეს ვიზიტორებს უარი უთხრან უფასო პარკირების ადგილებზე. ქალაქის მერიას სურს, რომ მილანელებს შეეძლოთ კომფორტულად გაჩერება საკუთარ სახლებთან. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
უკვე დაიწყო თანდათანობით ჩანაცვლება თეთრი მარკირების, რომელიც თავისუფალ პარკირებაზე მიუთითებს, ლურჯით ანუ ფასიანი ადგილებით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფერი შეიცვლება: ისინი მაინც შეძლებენ უფასოდ პარკინგს.
ამის წყალობით, მილანის ქუჩებში ნაკლები იქნება გარეშე მანქანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იკავებენ პარკირების ადგილს. ქალაქში ამჟამად 300 ათასამდე პარკინგია. აქედან 37% ფასიანი პარკინგია, 18% ქალაქის მცხოვრებლებისთვისაა დათმობილი, დანარჩენი კი ჯერჯერობით უფასოა.
მილანში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა დიდ ქალაქებში: ქალაქის ცენტრში პარკინგი საათში 3 ევრო ღირს, სხვა რაიონებში 1,2 ევრო. პარიზში პარკინგი თითქმის ორჯერ მეტი ღირს.