კომპანიებმა Microsoft Corp. და Coca-Cola Co. გამოაცხადეს ხუთწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების გამოყენებას და შესწავლას.

როგორც პარტნიორობის ნაწილი, მხარეები „თანამშრომლობით ექსპერიმენტებს ჩაატარებენ“ უახლესი ტექნოლოგიებით, როგორიცაა Azure OpenAI Service, რათა განავითარონ ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური გამოყენების შემთხვევები სხვადასხვა ბიზნეს ფუნქციებისთვის, ნათქვამია Microsoft-ის პრესრელიზში.

კერძოდ, კომპანიები აპირებენ შეამოწმონ, თუ როგორ შეუძლია Copilot chatbot-მა გააუმჯობესოს თანამშრომლების პროდუქტიულობა სამუშაო ადგილზე.

Coca-Cola-ს ხარჯები Microsoft Cloud-ზე და კომპანიის გენერაციულ AI სერვისებზე პარტნიორობის პერიოდში 1,1 მილიარდი დოლარი იქნება, ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში.

2020 წელს Coca-Cola-მ ხელი მოაწერა 250 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმებას Microsoft-ის Coloud-ისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ .

„ეს ახალი შეთანხმება ეფუძნება ჩვენს წარმატებულ პარტნიორობის სტრატეგიას Microsoft-თან და აჩვენებს ჩვენს ერთგულებას შემდგომი ციფრული ტრანსფორმაციისადმი“, - თქვა Coca-Cola-ს პრეზიდენტმა და მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ჯონ მერფიმ, „ჩვენი პარტნიორობა ექსპონენტურად გაიზარდა 2020 წელს $250 მილიონიდან $1.1 მილიარდამდე. დღეს“.

სამშაბათს ვაჭრობისას მაიკროსოფტის აქციებმა 1.4% დაამატა, Coca-Cola-ს აქციებმა 0.3% დაკარგა.