მეცნიერებმა მარსზე, პლანეტის ზედაპირის ქვეშ, წყალი თხევადი სახით აღმოაჩინეს. ამ ფაქტს 2018 წელს მარსზე დაშვებული კოსმოსური ხომალდის, InSight-ის მონაცემების ახალი ანალიზი ადასტურებს.
კოსმოსური აპარატი Insight სეისმური სენსორებით იყო აღჭურვილი. წითელ პლანეტაზე მისი გაგზავნის მიზანი მიწისძვრებისა და ვიბრაციების დაფიქსირება იყო, რასაც Insight დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდა.
მარსის პოლუსებზე წყალი მყარი, ანუ ყინულის ფორმით არსებობს, მოპოვებული მონაცემების მიხედვით კი, ის შეიძლება პლანეტის ატმოსფეროში ორთქლის სახითაც არსებობდეს. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მარსზე წყალი თხევადი სახით აღმოაჩინეს.
მონაცემები დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში გროვდებოდა
2018 წლის ნოემბერში, თითქმის შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ, InSight მარსის ზედაპირზე დაეშვა და მეცნიერთა დიდი აღიარება მოიპოვა. მარსზე ასტრონავტების დაშვების მცდელობის დაახლოებით ნახევარი კი წარუმატებელი აღმოჩნდა.
კოსმოსური ხომალდის მისია 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. იმ დროისთვის აპარატმა წითელ პლანეტაზე 1300-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირა.
სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარით გაზომვით, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომელ მასალაში ხდება ყველაზე კარგად ტალღების გავრცელება.
წყალთან მიახლოება ადვილი არ იქნება
კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ მანგა, BBC-სთან ინტერვიუში, განმარტავს, რომ საქმე გვაქვს იგივე მეთოდთან, რომელიც დედამიწაზე წყლის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოსაძებნად გამოიყენება.
“ სიცოცხლე არმისი თქმით, კვლევის შედეგები სულაც არ არის დამაიმედებელი მათთვის, ვისაც მარსზე კოლონიების დაარსება სურს - ტბა მარსის ზედაპირიდან 10-20 კილომეტრამდე სიღრმეზე მდებარეობს. შედეგად, ბურღვა იქ ადვილი ნამდვილად არ იქნება. არსებობს თხევადი წყლის გარეშე“, - განმარტავს მანგა.
„თხევადი წყლის გარეშე კი სიცოცხლე არ არსებობს“, - დასძენს მანგა.