მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის თქმით, მექსიკაში ამერიკული ჯარების გაგაზავნის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემოთავაზება უარყო.

შეინბაუმის გაცხადება გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობებს მოჰყვა იმის შესახებ, რომ ტრამპი მექსიკის ტერიტორიაზე ნარკოკარტელებთან ბრძოლაში აშშ-ს სამხედროების უფრო აქტიურ ჩართვასა და საზღვრის კონტროლის ერთობლივად გაძლიერებას ითხოვდა.

"ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში მან მითხრა: როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ ნარკოტრაფიკთან ბრძოლაში? გთავაზობთ, რომ აშშ-ს არმია ჩაერთოს ამ საქმეში". - თქვა შეინბაუმმა 3 მაისს.

მისი თქმით, ტრამპს უპასუხა, რომ "ტერიტორია წმინდაა, სუვერენიტეტი წმინდაა და სუვერენიტეტი არ იყიდება".

შეინბაუმმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის თანამშრომლობა შესაძლებელია, თუმცა აშშ-ს სამხედრო ძალების მექსიკის ტერიტორიაზე ყოფნას არ დათანხმდება.

"შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ თქვენს ტერიტორიაზე, ჩვენ, ჩვენსაზე". - თქვა მექსიკის პრეზიდენტმა.

შეინბაუმმა მოგვიანებით საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივა წამოაყენა, რომელიც მექსიკის ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის 16 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპმა კვლავ მოითხოვა, რომ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს მექსიკურ ნარკოკარტელებთან ბრძოლაში მთავარი როლი გადაებარებინათ.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ის განუცხადა, რომ ტრამპი გარკვევით გამოხატავს პოზიციას, რომ "მექსიკამ მეტი უნდა გააკეთოს ნარკოკარტელებთან ბრძოლაში და აშშ მზად არის დაეხმაროს და ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გააფართოოს".

tabula.ge