მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელებს ვიქტორ ემბროსს და გარი რავკანს „გენის აქტივობის რეგულირების ფუნდამენტური პრინციპის“ - მიკრორნმ და მისი როლი გენების ექსპრესიაში.

მიკრორნმ-ები შედარებით მოკლე მოლეკულებია, რომლებიც არეგულირებენ ცილების და რნმ-ის სინთეზის პროცესს დნმ-ში კოდირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის საფუძველზე.

მიკრორნმ აღმოაჩინეს 30 წელზე მეტი ხნის წინ და დღეს მათი შესწავლა პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება ადრეულ ეტაპებზე პათოლოგიებისა და დაავადებების იდენტიფიცირებისთვის.

euronews