გაერთიანებული სამეფოს ყველა ღამის კლუბმა შესაძლოა 2029 წლის ბოლოსთვის მუშაობა შეწყვიტოს თუ დახურვის დინამიკა გაგრძელდება. ამის შესახებ Spirits Business-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 2020 წლიდან ქვეყანაში ღამის კლუბების 37%-მა მუშაობა შეწყვიტა. ამავდროულად, დიდ ბრიტანეთში ყოველთვიურად 10 ღამის კლუბი იხურება.

ღამის ინდუსტრიის ასოციაციის (NTIA) აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ კილის თქმით, საზოგადოება „ღამის ეკონომიკის“ ნგრევის მოწმეა. „ჩვენი კლუბების დაკარგვა ნიშნავს სამუშაო ადგილების, კულტურისა და დიდი ბრიტანეთის სოციალური ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას. გადაუდებელი ჩარევის გარეშე, 2029 წლის 31 დეკემბერი იქნება ბოლო ღამე და დასასრული კლუბის ეპოქის, რომელმაც რამდენიმე თაობა განსაზღვრა“, - ციტირებს მას The Spirits Business-ი.