აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის სამი ბრალდებით ჯამში 561 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ ტრამპმა მხარდამჭერებისადმი მიმართვაში განაცხადა.

ტრამპმა თქვა, რომ „ჯო ბაიდენის კორუმპირებულმა იუსტიციის დეპარტამენტმა კვლავ უკანონოდ წაუყენა ბრალი“.

„მოცემულობიდან გამომდინარე, მემარცხენეების მიერ გამოცხადებული მაგიური ნადირობის შედეგად მე 561 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება. ეს არის ექვსი სიცოცხლე. მაგრამ ვინც სხვა ადამიანის ციხეში ექვსი ვადით გაგზავნას ცდილობს, ყველას აჩვენებს, რომ თავად ეშინია“, - აღნიშნავს ტრამპი.