MTN Group-მა, აფრიკის წამყვანმა უკაბელო ოპერატორმა, გამოაცხადა, რომ Mastercard-ი მათ ფინტექს ბიზნესში წილის შეძენას დათანხმდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
შეთანხმება 2 ნაწილისგან შედგება - მათ შორის კომერციულ შეთანხმებას გადახდისა და ფულის გადარიცხვის ხელშეკრულებას, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება Mastercard-ის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურა აფრიკის გაფართოებისთვის. MTN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რალფ მუპიტამ აღნიშნა, რომ აქციების ოდენობა მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც გარიგება დაიხურება.
ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აფრიკის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონების გამოყენება ახალგაზრდა და ტექნიკურად მცოდნე მოსახლეობაში გაიზარდა. ისინი მობილურ ტელეფონებს სხვადასხვა სერვისებში, მათ შორის საბანკო საქმეზე წვდომისთვის იყენებენ.
ამან უკაბელო ოპერატორებისთვის ფინანსური ტექნოლოგიების არენაზე დამატებითი შესაძლებლობები გააცინა.
MTN-ის უახლესი ოპერაციები მოიცავს მობილური ანძების გაყიდვას და იჯარას სამხრეთ აფრიკაში და გეგმავს ზოგიერთი აქტივის გაყიდვას დასავლეთ აფრიკაში.