Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი კომპანიის სათავეში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ მან კატარში, ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მასკი კომპანიაში კომპენსაციის გარეშე მუშაობს მას შემდეგ, რაც დელავერის სასამართლომ გასული წლის ბოლოს მისი 56 მილიარდი დოლარის საკომპენსაციო პაკეტი გააუქმა.