როსსელხოზბანკი ხელახლა უნდა ჩაერთოს SWIFT–ის სისტემაში, სხვანაირად ვერ მოხდება მარცვლეულის გარიგების აღდგენა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა რუსული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
დიპლომატი როსსელხოზბანკის სანქციების სიიდან ამოღების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ბანკის SWIFT–ში დაბრუნებით შეუფერხებლად შესრულდება ტრანზაქციები სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე და სასუქებზე.
რუსეთი, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, მარცვლეულის გარიგებიდან ზაფხულში გავიდა. ამის შემდეგ კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში სარაკეტო იერიშები მიიტანეს ხორბლის საცავებზე და ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე, საიდანაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდებოდა თურქეთისა და გაეროს მხარდაჭერით.
gbc.ge