Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის უკანასკნელი მონაცემებით, მიმდინარე წელს მარკ ცუკერბერგმა თავისი ქონება 73.4 მლრდ დოლარით 200 მლრდ-მდე გაზარდა. შედეგად, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მეოთხე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც 200 მილიარდ დოლარად შეფასებულ კლუბს შეუერთდება, რომელიც მხოლოდ სამ წევრს ითვლის და ესენი არიან: ელონ მასკი (272 მლრდ დოლარი), ჯეფ ბეზოსი (211 მლრდ დოლარი) და ბერნარდ არნო (207 მლრდ დოლარი).
40 წლის ცუკერბერგის ქონების დიდი ნაწილი დაკავშირებულია Meta Platforms-თან. 2024 წელს Meta-ს აქციები თითქმის 64%-ით გაიზარდა.
ცნობისათვის, Meta მართავს პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმებს - Facebook-ს, Instagram-ს და Threads-ს, ასევე აპლიკაცია WhatsApp-ს.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ელონ მასკი - 272 მლრდ დოლარი
2. ჯეფ ბეზოსი - 211 მლრდ დოლარი
3. ბერნარდ არნო - 207 მლრდ დოლარი
4. მარკ ცუკერბერგი - 201 მლრდ დოლარი
5. ლარი ალისონი - 182 მლრდ დოლარი
6. ბილ გეითსი - 163B მლრდ დოლარი
7. ლარი პეიჯი -149B მლრდ დოლარი
8. სტივ ბალმერი - 148 მლრდ დოლარი
9. უორენ ბაფეტი - 144 მლრდ დოლარი
10. სერგეი ბრინი - 140 მლრდ დოლარი